ანგარიში

შედით ანგარიშში შეკვეთების სანახავად

DTECH
კატალოგი
Peli პროდუქცია აუტლეტი ელექტრო კვების პროდუქცია სატელეკომუნიკაციო საშუალებები ტაბები ქსელური მოწყობილობები
ინფორმაცია
ჩვენ შესახებ სიახლეები პარტნიორები ჩვენი მიმართულებები
+995 32 2 800 555 info@dtech.ge თბილისი, გვირილების ქ. 15, 0131
მთავარი რჩეული
Skip to content
რობოტების ბრძოლა 2024

რობოტების ბრძოლა 2024

28 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება “რობოტების ბრძოლა 2024”, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებს მოეხდინათ თავიანთი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: რობოტოტექნიკა, მექატრონიკა, ელექტრონიკა და პროგრამირება.


რობოტების ბრძოლა 2024

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი რობოტები, როგორც დიზაინით, ასევე ხელსაწყოებით. მიმდინარეობდა დაძაბული ბრძოლა, რის ფარგლებშიც ათეული ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიისგან მონაწილე გუნდებმა მიიღეს პრიზები, მათ შორის, ქემბიუმ ნეთვორქსის რეგიონალური დისტრიბუტორის, კომპანია ციფრული ტექნოლოგიების ორ რჩეულ გუნდს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა.

DTECH გუნდის სახელით ვუსურვებთ მონაწილეებს ულევ წარმატებას მომავალში!


ჩვენი პარტნიორები
კალათა (0)