Sales Engineer — კავშირგაბმულობის სისტემები
სამხედრო და სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის კლიენტებთან მუშაობა — ტაქტიკური რადიო სისტემების და ქსელური გადაწყვეტილებების გაყიდვა, ტექნიკური სპეციფიკაციის შედგენა, ტენდერებში მონაწილეობა.
DTECH-ში მუშაობა არ არის მხოლოდ პროდუქტის გაყიდვა. ჩვენი მომხმარებლები არიან საქართველოს თავდაცვის ძალები, სახანძრო, პოლიცია და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორები — ანუ ისეთი ორგანიზაციები, სადაც ჩვენი მიწოდებული ტექნოლოგია რეალურ შემთხვევებში გამოიყენება.
ვეძებთ ადამიანებს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური ექსპერტიზა, არამედ მუშაობის შინაარსი — და მზად არიან გრძელვადიანი ზრდისთვის სტაბილურ კომპანიაში.
იმუშავე L3Harris, Motorola, Sepura, FLIR-ის და კიდევ 30+ მსოფლიო ბრენდის პროდუქტებზე — თბილისში დაფუძნებული გუნდიდან.
რეგულარული სერტიფიცირებული ტრენინგები მწარმოებლების სასწავლო ცენტრებში — ევროპაში, აშშ-ში, ისრაელში.
2015 წლიდან ბაზარზე — დადასტურებული გუნდი, ოფიციალური დასაქმება, ჯანმრთელობის დაზღვევა და კარიერის გრძელვადიანი ხედვა.
სამხედრო და სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის კლიენტებთან მუშაობა — ტაქტიკური რადიო სისტემების და ქსელური გადაწყვეტილებების გაყიდვა, ტექნიკური სპეციფიკაციის შედგენა, ტენდერებში მონაწილეობა.
მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა — გაყიდვამდე და გაყიდვის შემდეგ. პროდუქტების ინსტალაცია, კონფიგურაცია, troubleshooting. პარტნიორების ცოდნის ბაზასთან მუშაობა.
სახელმწიფო კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების მართვა — პოლიცია, სახანძრო, 112, საგანგებო სიტუაციების სამსახური. ტენდერული პროცესების კოორდინაცია და კლიენტის ციკლის სრული მართვა.
DTECH-ის ბრენდის მენეჯმენტი — ვებგვერდი, სოციალური ქსელები, B2B კომუნიკაცია, ღონისძიებები და გამოფენები. პარტნიორებთან კო-მარკეტინგული კამპანიების კოორდინაცია.
თუ ფიქრობ, რომ DTECH-ის გუნდს შეუძლია სარგებელი მიიღოს შენი გამოცდილებიდან, გამოგვიგზავნე CV. ახალი პოზიციები რეგულარულად ჩნდება.